ოზურგეთში ერთ-ერთ უბანზე ხმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მისცა

უცხოეთში მცხოვრები ქართველი, რომელსაც არ გააჩნია ორმაგი მოქალაქეობა ხმის მიცემისას პრობლემა არ ჰქონია.
აღნიშნულის გამო კამათი იყო კომისიის წევრსა და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის დამკვირვებელს შორის.
კომისიის წევრის განმარტებით, ეს ადამიანი მისი მეზობელი იყო და ამის გამო უარი არ უთქვამს მიეცათ ხმის მიცემის უფლება.
კოორდინატორი კი ირწმუნება, რომ ქართველი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მას ორმაგი მოქალაქეობა არ გააჩნია, ხმა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ მისცა და კომისიაც ამის გამო წავიდა დათმობაზე.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი : „ერთ-ერთი რაიონის ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატს 50 000 დოლარს სთავაზობდნენ”
შემდეგი სტატიათბილისში, 48-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო