კახიშვილი თარგამაძის საქმეზე: ძალიან მოკლე დროში, შსს-მ, სუს-მა და პროკურატურამ მოახერხეს და ურთულესი დანაშაული გახსნეს

სასჯელაღსრულების მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, დეპუტატ გივი თარგამაძის საქმე ძალიან მოკლე დროში გაიხსნა.

მისი ინფორმაციით, სამართალდამცავი უწყებები უფრო მეტი მტკიცებულებების შეგროვების პროცესზე არიან გადასულები და საკმაოდ საინტერესო სურათი დაიხატება, თუ რა მოხდა იმ დღეს.

„ძალიან მოკლე დროში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სუს-მა და პროკურატურამ მოახერხეს და ურთულესი დანაშაული გახსნეს. რამდენადაც ვიცი და ბუნებრივია, დეტალები მე ვერ მეცოდინება, მაგრამ უფრო მეტი მტკიცებულებების შეგროვების პროცესზე არიან გადასულები და საკმაოდ საინტერესო სურათი დაიხატება, თუ რა მოხდა ნამდვილად იმ დღეს. მადლობა ღმერთს, რომ ყველა გადარჩა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, დეტალები საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი უახლოეს მომავალში. მე დეტალები ნამდვილად არ ვიცი“, – განაცხადა კახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისში, 48-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო
შემდეგი სტატიაბათუმში საარჩევნო უბანზე მამაკაცი გარდაიცვალა