თბილისში 20 ათას ხეს მოჭრიან

გვიან ღამით, 24-ე სკოლის მიმდებარედ “ეკო-სერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა რამდენიმე ხე მოჭრეს. ხეების ჭრა დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ სანიტარულ ჭრებს უკავშირდება. ადგილზე იმყოფებოდა თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი. მისი განმარტებით, ეს ხეები სრულიად ჯანსაღია და მოჭრის აუცილებლობა არ იყო. ის მერიას თანხების ფლანგვაში ადანაშაულებს.

„მერიას აქვს ტრადიცია, რაღაცას დააანონსებენ, ვითომ კარგ საქმეს დაიწყებენ და მერე აღმოჩნდება რომ ყველაფერი უკუღმაა. ვაგებთ სადაც დასაგები არაა გზებს, ვჭრით ხეებს, სადაც მოსაჭრელი არაა და მილიონები იხარჯება. საქმე კეთდება იმის კისერზე, რომ ეს ხეები აღარ იქნება,“-ამბობს ვაჩეიშვილი.

მერიის ინფორმაციით კი, დაგეგმილი სანიტარული ჭრის შედეგად დედაქალაქში სულ 20 ათასი ხე უნდა მოიჭრას.

banner
წინა სტატიაშიდალაქიშვილი ადგილობრივებმა სცემეს – შსს-მ ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიათელავში სამი ახალგაზრდა დაჭრეს