დალაქიშვილი ადგილობრივებმა სცემეს – შსს-მ ორი პირი დააკავა

შსს-მ, 16 დეკემბერს, კახეთში, ოპოზიციის მხარდამჭერზე ძალადობისთვის 2 პირი დააკავა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერის, 1988 წელს დაბადებული შ.დ.-ს გამოკითხვით გაირკვა, რომ მას 16 დეკემბერს სოფელ ველისციხეში ფიზიკური შეურაცხყოფა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაყენეს.

“პოლიციის მიერ გატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ქ. გურჯაანში დაკავებული არიან შ.დ.-ზე ძალადობაში მონაწილე პირები: 1967 წელს დაბადებული გ.მ. და 1971 წელს დაბადებული მ.უ. რომლებიც აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები”, – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიცესკო-მ ენმ-ს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიათბილისში 20 ათას ხეს მოჭრიან