თელავში სამი ახალგაზრდა დაჭრეს

Crime Scene

გვიან ღამით თელავში სამი ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა შპს “ცხოველური ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიის” ოფისში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. მომხდარს კი წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

დაჭრილებს ცეცხლნასროლი ჭრილობები ფეხის არეში აქვთ მიყენებული.

დაშავებულთაგან ორ ახალგაზრდას ქირურგიული ოპერაცია წუხელვე ჩაუტარდა.

ერთ-ერთი დაჭრილი თელავის ღვთაების დედათა მონასტრის მღვდელმსახურის, მამა გენადი გოგილაშვილის შვილია. მისი ვარაუდით, სისხლიანი გარჩევა წარსულში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება.

შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშითბილისში 20 ათას ხეს მოჭრიან
შემდეგი სტატიაკახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავეს