თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მიღებული 25 პასუხიდან Covid-19 ერთ პირს დაუდგინდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მიღებული 25 პასუხიდან ერთ პაციენტს კოვიდინფექცია აღმოაჩნდა.

აღნიშნულის შესახებ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში აცხადებენ.

როგორც ექიმმა აღნიშნა, ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მას პნევმონია არ აქვს.

“კლინიკაში ამჟამად იმყოფება 40 პაციენტი. გუშინ ჩატარდა 25 კვლევა, აქედან 1 დადებითი პასუხია მიღებული. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა პროფილურ კლინიკებში. ეს ერთი პაციენტი გადავა თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში. ამ 25-დან ჩვენს თანამშრომლებზეც არის ჩატარებული კვლევა, რომლებიც 14 დღიანი გრაფიკით მუშაობენ. ყველა მათგანთან უარყოფითი პასუხი მოვიდა. ამ ერთი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, პნევმონია არა”, – აღნიშნა ექიმმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 208 შემთხვევაა გამოვლენილი.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : ინფექციური საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი მძიმე პაციენტიდან ორის მდგომარეობა დასტაბილურებულია
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 158 ფაქტი გამოავლინა