მარინა ეზუგბაია : ინფექციური საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი მძიმე პაციენტიდან ორის მდგომარეობა დასტაბილურებულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი მძიმე პაციენტიდან ორის მდგომარეობა უკვე დასტაბილურებულია.

„გვყავდა ოთხი მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომელთაგან ორი უკვე დასტაბილურდა და ჩვეულებრივ განყოფილებაშია გადაყვანილი. ორი გვრჩება კვლავ მძიმე პნევმონიით, თუმცა აქაც შეინიშნება გაუმჯობესება. იმედი მაქვს, ორ დღეში ჩვეულებრივ განყოფილებაში გადავლენ“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 46 გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კოვიდ19-ით სამი პაციენტია გარდაცვლილი.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება
შემდეგი სტატიათბილისის ზღვის ჰოსპიტალში მიღებული 25 პასუხიდან Covid-19 ერთ პირს დაუდგინდა