თბილისის შემოგარენში, ხვალ, თოვლს პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ოქტომბერს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება მცირე წვიმა.

სააგენტოს ცნობით, 25 – 26 ოქტომბერს, საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.

აღმოსავლეთ საქართველოში მკვეთრად დაეცემა ჰაერის ტემპერატურა (+2, +7 გრადუსამდე). თბილისის შემოგარენსა და კახეთში, შესაძლოა, თოვლჭყაპიც აღინიშნოს.

27 – 28 ოქტომბერს, გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +15, +20 °-მდე, აღმოსავლეთ საქართველოში, +8, +13 °-მდე მოიმატებს.

29 – 30 ოქტომბერს, კვლავ მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას იწონებს
შემდეგი სტატია“შესაძლებლობა თუ მომეცემა, რომ უშიშროების საბჭოს ფორმატში გავაგრძელო მუშაობა, სიამოვნებით ვიმუშავებ ნებისმიერ ახალ მდივანთან”