“შესაძლებლობა თუ მომეცემა, რომ უშიშროების საბჭოს ფორმატში გავაგრძელო მუშაობა, სიამოვნებით ვიმუშავებ ნებისმიერ ახალ მდივანთან”

შესაძლებლობა თუ მომეცემა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს ფორმატში გავაგრძელო მუშაობა, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვიმუშავებ ნებისმიერ ახალ მდივანთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს ახალ მდივანთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, ეროვნული უშიშროების საბჭო არის პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, შესაბამისად, მისი მდივნის დანიშვნა მთლიანად არის პრეზიდენტის პრეროგატივა.

„თუკი შესაძლებლობა მომეცემა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს ფორმატში გავაგრძელო მუშაობა, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვიმუშავებ ნებისმიერ ახალ მდივანთან. მიუხედავდ იმისა, რომ მას პიროვნულად არ ვიცნობ, არ მქონია მასთან შეხება, წარმატებას ვუსურვებ. გამიჭირდება ვისაუბრო მის კომპტენციაზე. კომპეტენცია, მომწონს თუ არ მომწონს, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. ვისურვებდი, რომ ჩვენი თანამშრომლობა იყოს ნაყოფიერი. კომპეტენციის საკითხი დგას თუ მისი წარსული, ეს იყო მთლიანად პრეზიდენტის გადასაწყვეტი. გიორგი მარგველაშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და მე მას ვუსურვებ წარმატებას”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დრეს უშიშროების საბჭოს ახალ მდივნად დავით რაქვიაშვილი დანიშნა.

banner
წინა სტატიაშითბილისის შემოგარენში, ხვალ, თოვლს პროგნოზირებენ
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაკარგული ილია თაყაძე ცხინვალში იმყოფება