გიგი წერეთელი საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას იწონებს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიგი წერეთელი უშიშროების საბჭოს ახალი მდივნის დანიშვნას აფასებს და აცხადებს, რომ დავით რაქვიაშვილი გამოცდილი კადრი და კომპეტენტური ადამიანია.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი უშიშროების საბჭოს ახლადარჩეული მდივნის კანდიდატურას იწონებს.

“დავით რაქვიაშვილის სახელი და გვარი მეუბნება კომპენტენციას. მას აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის. მას ვიცნობ იქედან, როცა ის იყო ამერიკაში ელჩის მოადგილე, ის გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანია” , – აცხადებს გიგი წერეთელი.

ცნობისათვის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი იქნება. ის მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში, რეინტაგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: უშიშროების მდივანზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტი იღებს
შემდეგი სტატიათბილისის შემოგარენში, ხვალ, თოვლს პროგნოზირებენ