თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე, თოვლისგან გზის გასაწმენდად, ტექნიკური მარილის დაყრა დაიწყო

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს – თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე, კერძოდ, კოჯორში თოვლისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის დაყრა უკვე დაწყებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და აღნიშნულ ტერიტორიაზე, ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

„ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და საჭიროების შემთხვევაში, გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

პრობლემის შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე: 2 61 90 50, ან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიშალვა ხუციშვილი კრიზისების მართვის საბჭოში გიორგი მღებრიშვილის მოადგილედ დაინიშნება
შემდეგი სტატიაირმა ნადირაშვილი – მგონია, რომ ახლა მღებრიშვილისგან ქმნით ახალ მინდია ჯანელიძეს და ახალ ჭიკაიძეს