ღარიბაშვილი- ნონა გაფრინდაშვილმა ოლიმპიადებსა თუ ჩემპიონატებში ყველა თავისი მონაწილეობა ქართული სპორტის წინსვლისა და მისი გულშემატკივრების უზარმაზარი სიხარულის საფუძვლად აქცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლეგენდარულ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ნონა გაფრინდაშვილმა ოლიმპიადებსა თუ ჩემპიონატებში ყველა თავისი მონაწილეობა ქართული სპორტის წინსვლისა და მისი გულშემატკივრების უზარმაზარი სიხარულის საფუძვლად აქცია.

„დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებული პატივისცემით დაბადების დღეს ვულოცავ მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკე ქალს, ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილს. ნონა გაფრინდაშვილმა საქართველოს სახელი მრავალჯერ გაიტანა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ყოველთვის სიამაყით გვავსებდა თავისი ღირსეული ასპარეზობითა და დიდი გამარჯვებებით. ქალბატონმა ნონამ ოლიმპიადებსა თუ ჩემპიონატებში ყველა თავისი მონაწილეობა ქართული სპორტის წინსვლისა და მისი გულშემატკივრების უზარმაზარი სიხარულის საფუძვლად აქცია. მთელი გულით ვუსურვებ ქალბატონ ნონას მხნეობას, დღეგრძელობასა და ბედნიერებას”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

წინა სტატიაშიCNN – რუსეთმა 9 მაისს უკრაინის წინააღმდეგ ომი, შესაძლოა, ოფიციალურად გამოაცხადოს
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლომ ISIS-ის წევრობაში ბრალდებულებს 10 და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა