თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ და დაიკავეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ და დაიკავეს. სტუდენტები მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ წევრები არიან და გიორგი შარვაშიძესთან შეხვედრასა და მის გადადგომას ითხოვენ.

სტუდენტების თქმით, რექტორი მათ უარს ეუბნება უნივერსიტეტში მიმდინარე სემესტრის ბოლომდე ჰიბრიდული რეჟიმის შემოღებაზე, რის გამოც, მათი თქმით, რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს თბილისში ბინების შოვნისა და აუდიტორიებში ლექციებზე დასწრების პრობლემა ექმნებათ. ამიტომ, სტუდენტების განცხადებით, ისინი რექტორის კაბინეტს მანამდე არ დატოვებენ, ვიდრე რექტორი მათ არ შეხვდება და გადადგომის შესახებ არ განაცხადებს.

banner
წინა სტატიაშითუ ვერ წარმოადგენენ ვერანაირ დამადასტურებელ ფაქტებს, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ან პოლიტიკური ან ბიზნეს კავშირი კრემლთან, მაშინ ეს შეფასდება როგორც ცილისწამება
შემდეგი სტატიაქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ – ლომჯარია ხუნდაძის განცხადებაზე