თუ ვერ წარმოადგენენ ვერანაირ დამადასტურებელ ფაქტებს, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ან პოლიტიკური ან ბიზნეს კავშირი კრემლთან, მაშინ ეს შეფასდება როგორც ცილისწამება

“ეს არის ძალიან ცუდი რეზოლუცია, მიღებული ძალიან ცუდ დროს” – ამბობს, “ქართული ოცნების” დეპუტატი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპარლამენტის რეზოლუციასა და ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნაზე.

სამხარაძის თქმით, თუ ევროპარლამენტარები ვერ წარადგენენ დამადასტურებელ ფაქტებს, რომ ივანიშვილს კავშირი აქვს კრემლთან, მაშინ ეს იქნება ცილისწამება და შეტევა, როგორც პირადად ოლიგარქზე, ასევე მის დაფუძნებულ პარტიაზე.

“ეს არის ძალიან ცუდი რეზოლუცია, მიღებული ძალიან ცუდ დროს. მაშინ, როდესაც ორი კვირა რჩება საქართველოსთვის გადაწყვეტილებაზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, შესაბამისად ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ის ადამიანები, რომლებიც ამ რეზოლუციას აინიცირებდნენ და შემდეგ ხმას აძლევენ ამ მომენტში თავს უწოდებენ, რომ ეს საქართველოსთვის კეთდება. თუ ვერ წარმოადგენენ ვერანაირ დამადასტურებელ ფაქტებს, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ან პოლიტიკური ან ბიზნეს კავშირი კრემლთან, მაშინ ეს შეფასდება როგორც ცილისწამება, როგორც ტყუილი და როგორც შეტევა, როგორც პირადად ბიძინა ივანიშვილზე, ასევე მის მიერ დაფუძნებულ პარტიაზე, მიუხედავად იმისა, რომ ის პოლიტიკაში ახლა არ არის. ” – ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე

banner
წინა სტატიაშირა განსხვავებაა ჩვენთვის, ვინ იქნება მბრძანებელი – ხუნდაძე ევროპარლამენტზე
შემდეგი სტატიათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ და დაიკავეს