ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ – ლომჯარია ხუნდაძის განცხადებაზე

“რაო? რას ბედავთ თქვენ?!”- ასე ეხმაურება სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია “ქართული ოცნების” დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას. დეპუტატმა დღეს თქვა, რომ თუ კანდიდატის სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მივიღებთ უარი უნდა ვთქვათ.

ლომჯარია წერს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი.

“რაო??? რას ბედავთ თქვენ??!! საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი. ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ???” – წერს ნინო ლომჯარია.

 

 

თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ უარი უნდა თქვას – ხუნდაძე

banner
წინა სტატიაშითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ და დაიკავეს
შემდეგი სტატიასაგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მოუსმინა