თბილისის ქუჩებში დათვს ამ დრომდე ეძებენ

თბილისის ქუჩებში დათვის ძებნა უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს, სამძებრო სამუშაოებში სამძებრო სამუშაოები 24-საათიანი რეჟიმით მიმდინარეობს და მასში ჩართულნი არიან კინოლოგებიც. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, საბურთალოს ტერიტორიაზე ორი ეკიპაჟი მუშაობს, თუმცა ცხოველის კვალს, ჯერჯერობით, ვერ მიაკვლიეს. დაკითხულია იყალთოს ქუჩის მოსახლეობა, ასევე – ქალი, რომელმაც დათვი გვიან ღამით შენიშნა.
როგორც ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, სამძებრო სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არ იპოვიან ცხოველს, ან არ დარწმუნდებიან, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

banner
წინა სტატიაშიკონსტიტუციონალისტები საკონსტიტუციო სასამართლოზე ხელისუფლების გავლენაზე საუბრობენ
შემდეგი სტატიაგურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება