კონსტიტუციონალისტები საკონსტიტუციო სასამართლოზე ხელისუფლების გავლენაზე საუბრობენ

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშრებით კონსტიტუციონალისტები საუბრობენ. ისინი ვარაუდობენ, რომ სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე გახდება , რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ხელისუფლების გავლენას ამ ინსტიტუტზე.

ექსპერტების მისაზრებით: “საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევნები და არჩეული კანდიდატი დაადასტურებს, გაძლიერდება თუ არა ხელისუფლების გავლენა ამ ინსტიტუტზე”.

„ვის აირჩევენ თავმჯდომარედ ეს კიდევ უფრო ნათელს გახდის, რომ მთელი პროცესი დაწყებული რეფორმიდან და დამთავრებული გახმაურებული საქმეების გაჭიანურებით და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევით ხაზს გაუსვამს იმას, რომ ხელისუფლების გავლენები კიდევ უფრო ძლიერდება საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში.

პროცესები, რომელიც ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა და თავაძის ქმედებები მათ შორის გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, ალბათ მანიშნებელია იმისა, რომ სავარაუდოდ თავაძეს აირჩევენ,“- განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტმა, კოტე ჩოკორაიამ.

საკონსტიტუციო სასამართლომ ახალი ხელმძღვანელი ხვალ უნდა აირჩიოს. მოსამართლეებმა ფარული კენჭისყრით არჩევანი ირინა იმერლიშვილსა და ზაზა თავაძეს შორის უნდა გააკეთონ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : “რთველი 2016” ძალიან წარმატებული იყო
შემდეგი სტატიათბილისის ქუჩებში დათვს ამ დრომდე ეძებენ