გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება

გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტს ხელი ოქტომბრის ბოლომდე მოეწერება.

„ეს არის 15, 5 კილომეტრი შემოვლითი გზის პროექტირების და მშენებლობის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულება, რომელიც გახლავთ ჩვენი სივრცითი განვითარების განუყოფელი ნაწილი და 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების განუყოფელი ნაწილი. ეს გზა იქნება გურჯაანი-ბაკურციხის დამაკავშირებელი გზა, რომელიც რესპუბლიკური მნიშვნელობის თბილი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მიმართულებას დააკავშირებს შიდა გზასთან, რომელიც არის ახმეტა-თელავი-ბაკურციხე და ამ ორი გზის ერთმანეთთან დაკავშირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ მონაკვეთებზე უსაფრთხო და სწრაფ მოძრაობას და განტვირთავს მნიშვნელოვნად იქ რამდენიმე სოფელს, სადაც სამწუხაროდ ბევრი ინცდიენტები ხდებოდა ხოლმე, ავტოსაგზაო შემთხვევები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელშეკრულების ხელმოწერა. ეს იქნება, თუ არ ვცდები, 38 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება. მშენებლობის ვადა 30 თვეს შეადგენს. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა, კიდევ უფრო მეტი დინამიკა გვექნება მომავალში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინიტრს, ნოდარ ჯავახიშვილს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ის ამბიციური გეგმა, რომელიც მთავრობამ გამოაცხადა, აუცილებლად განხორციელდება.

banner
წინა სტატიაშითბილისის ქუჩებში დათვს ამ დრომდე ეძებენ
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთში პრინცი სიკვდილით დასაჯეს