თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადება

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქ. N24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა.

არაერთი მოქალაქის მომართვის საფუძველზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ხუთი ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე თვის წინ მოკვლევა დაიწყო.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟი მოახდინა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის დმანისში მშვიდი ვითარებაა
შემდეგი სტატიადმანისის შესასვლელთან საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ