დმანისის შესასვლელთან საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ

დმანისის შესასვლელთან, სადაც სამართალდამცველებმა გზა დროებით გადაკეტეს, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ერთმანეთს ახალგაზრდების ორი ჯგუფი დაუპირისპირდა.

დაპირისპირებაში მონაწილე პირების ნაწილი დაუპირისპირდა ადგილზე მყოფ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც დმანისში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ.

ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს.ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცლებს.

საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე კახა ბუხრაძე აცხადებს, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დმანისის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

„ადგილობრივებს შეძლებისდაგვარად ვაძლევთ გადაადგილების საშუალებას. დანარჩენ საკითხებზე შეგიძლიათ, მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს“, – აღნიშნა კახა ბუხრაძემ.

ამ დროისთვის ადგილზე ვითარება განმუხტულია. დმანისის შესასვლელში საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული.

banner
წინა სტატიაშითბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადება
შემდეგი სტატია“ადამიანის უფლებათა ცენტრმა” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკავშილის წინააღმდეგ მიმდინარე რამდენიმე აქტიური სისიხლის სამართლის საქმის ანალიტიკური დოკუმენტი გამოაქვეყნა