გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის დმანისში მშვიდი ვითარებაა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის დმანისში მშვიდი ვითარებაა.

„კონფლიქტის მხარეებთან შესაბამისი პირები მუშაობენ“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.

ამასთან, ლილუაშვილის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით არიან დაკავებულებიც.

„საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. სერიოზულად დაზარალებული პირების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩხუბის დროს დაშავდნენ ადამიანები. მთავარია, ეს არ უნდა მოინათლოს, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი. ვინც ამას ცდილობს, ის არის ამ ქვეყნის მტერი და ისინი უფრო მკაცრად იქნებიან დასჯილი, რადგან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი და არ უნდა მოხდეს წაქეზება. ეს ჩვენი ქვეყნის წისქვილზე არ ასხამს წყალს“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს მატიანეს“ მონუმენტის მომიჯნავე ფერდობებზე 10 765 ნერგი ირგვება
შემდეგი სტატიათბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადება