თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეეზღუდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეეზღუდება.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, შეზღუდვა 10:00-დან 12:30 საათამდე სანზონის რაიონში, თემქის დასახლების III მიკრო რაიონს, მე-5 კვარტალს, კორპუსი №8-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეეხება.

გაზმომარაგება 11:00-დან 14:00 საათამდე ნუცუბიძის IV მიკრო რაიონში – გერმანულ სკოლასა და ბაღს შორის მდებარე №38 საცხოვრებელი კორპუსის „B” ბლოკის მოსახლეობას შეუწყდება.

11:00 საათიდან ბუნებრივი აირი ჩუღურეთის რაიონში, მეუნარგიას ქუჩა №69-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება. გაზის მიწოდება 16:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:00-დან გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩა №1, №3, №5, №7, №9, №15, ლეონიძის ქუჩა №20, იაშვილის ქუჩა №11 და №13-ში მცხოვრებ მოსახლეობას და განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

გაზის მიწოდება 18:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ საკუთარ აბონენტებს მოუწოდებს, გაზის დანადგარები უყურადღებოდ არ დატოვონ.

banner
წინა სტატიაში,,მასწავლებელი ჩამოტარებით არ არის” – ჯეჯელავა
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება – ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების უზრუნველსაყოფად