საგარეო უწყება – ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების უზრუნველსაყოფად

ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების უზრუნველსაყოფად, რაც ყველა მხარის ინტერესებს ემსახურება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„საქართველოში მიმდინარე „ნატო-საქართველოს წვრთნები 2016“ ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი კურსის და ამ თვალსაზრისით, ნატო-საქართველოს შორის არსებული სიღრმისეული თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა. წვრთნებში, ქართულ მხარესთან ერთად, ჩართულია ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნის 250-მდე სამხედრო მოსამსახურე 13 სახელმწიფოდან. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და ალიანსთან თავსებადობის ამაღლებას, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების უზრუნველსაყოფად, რაც ყველა მხარის ინტერესებს ემსახურება“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ნატო- საქართველოს ერთობლივი წვრთნა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სერიოზული საფრთხეა. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეეზღუდება
შემდეგი სტატიაშსს-მ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა