,,მასწავლებელი ჩამოტარებით არ არის” – ჯეჯელავა

სკოლაში ჩვენ უნდა შემოვიყვანოთ მხოლოდ ის ახალგაზრდები, ვინც დარწმუნებულია, რომ უნდა სკოლა, ვინც დარწმუნებულია, რომ უნდა პედაგოგობა, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირადად ესაუბრა რამდენიმე ახალგაზრდას და ამ საუბარში გაირკვა, რომ მასწავლებლობა უკეთესი სამსახურის შოვნამდე უნდათ.

„ეს არ შეიძლება, ანუ მასწავლებელი ჩამოტარებით არ არის. შესაბამისად, ჩვენ ისეთი სისტემა უნდა გავაკეთოთ, რომ დარწმუნებული ვიყოთ, სკოლაში ვინც შედის, შედის კაპიტალურად. ჩვენი სურვილია, რომ მენტორობა, რომელიც ადრეც იყო, ავამოქმედოთ, რათა ახალგაზრდა მასწავლებელს საშუალება ქონდეს, სერთიფიკაციამდე დააგროვოს გამოცდილება. ამის შემდეგ, თუ თავისი მენტორების მხრიდან ექნება რეკომენდაცია და ჩააბარებს სერთიფიკაციაზეც, საშუალება მიეცემა, შევიდეს სკოლაში”, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“უნდა ისჯებოდეს ნარკოტიკების მომხმარებელი” – კობა ნარჩემაშვილი
შემდეგი სტატიათბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეეზღუდება