თბილისის მერიის ინიციატივით, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეები მოთხოვნად სპეციალობებში გადამზადდებიან

პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით, დაიწყო მასშტაბური პროფესიული გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„სამუშაო ადგილები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. დასაქმება, რომელიც არის ყველაზე მოთხოვნადი და ყველაზე პრობლემას წარმოადგენს ქვეყანაში. ამ მიზნით, პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით, დაიწყო მასშტაბური პროფესიული გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“. ამ პროგრამის მიზანია, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების გადამზადება მოთხოვნად სპეციალობებში და მათი დასაქმების ხელშეწყობა. ჩვენ ვიცით, რომ კონკრეტულ მიმართულებებზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ადამიანების კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი არ არის მოთხოვნის შესაბამისი. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წამოვიწყოთ ეს კონკრეტული პროექტი, რათა ხელი შევუწყოთ ადამიანების გადამზადებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, მსურველების გადამზადება ტურიზმის, მომსახურებისა და სამშენებლო სფეროს 15 სპეციალობაში მოხდება. მისივე თქმით, ასაკი შეზღუდული არ არ არის.

„18 წლიდან ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს შეეძლება ჩაერთოს ამ პროეტში. მთავარია, მოქალაქე რეგისტრირებული იყოს თბილისში. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანის ოჯახის წევრებს, მარჩენალდაკარგულებს, დედით ან მამით ობოლ პირებს და მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს. რეგისტრაცია 4 მაისამდე გაგრძელდება და გთავაზობთ მიიღოთ მონაწილეობა შესარჩევ პროცესში. რაც მთავარია, ყველა თანხას თავის თავზე აიღებს თბილისის მერია. ჩვენ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ ადამიანებს პროფესიულ გადამზადებაში, ვისაც სურვილი აქვს, რომ იყოს დასაქმებული. ჩვენ გვჭირდება მეტი კვალიფიციური ადამიანები, ასე რომ იაქტიურეთ , ეს თქვენს მომავალ საქმიანობას გამოადგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა გულედანი : სამგორის რაიონში დაგეგმილი ყველა პროექტი დროულად და ეფექტურად შესრულდება
შემდეგი სტატიაპატიმრების მიერ სატელეფონო საუბრები პლასტიკური ბარათის ნაცვლად, ბიომეტრული მონაცემებით განხორციელდება