კახა გულედანი : სამგორის რაიონში დაგეგმილი ყველა პროექტი დროულად და ეფექტურად შესრულდება

სამგორის გამგეობა, მისი ყველა თანამშრომელი და ცხადია მეც, ვიქნებით ორიენტირებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე, – ამის შესახებ სამგორის რაიონის გამგებლობის კანდიდატად წარდგენილმა კახა გულედანმა განაცხადა.

კახა გულედანმა დედაქალაქის მერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამგორის რაიონში წელს დაგეგმილი ყველა პროექტი დროულად და ეფექტურად შესრულდება.

“ჩემთვის ცნობილია სამგორის რაიონში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ. თუმცა, დაწვრილებით კომენტარს და მოსაზრებებს მას შემდეგ მოგახსენებთ, რაც სიტუაციას ადგილზე გავეცნობი. საკადრო ცვლილებებზე ვერაფერს ვიტყვი იმის გათვალისწინებით, რომ არ ვიცნობ კადრებს და შესაბამისად, როდესაც გავიცნობ და საქმეში დავინახავ, იმის მიხედვით ვიმოქმედებ”, – განაცხადა კახა გულედანმა.

banner
წინა სტატიაშიმიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 12 პირი პასუხისგებაში მიეცა
შემდეგი სტატიათბილისის მერიის ინიციატივით, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეები მოთხოვნად სპეციალობებში გადამზადდებიან