პატიმრების მიერ სატელეფონო საუბრები პლასტიკური ბარათის ნაცვლად, ბიომეტრული მონაცემებით განხორციელდება

ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიერ სატელეფონო საუბრის განხორციელება ბიომეტრული მონაცემების მეშვეობით, იქნება შესაძლებელი.

შესაბამისი ცვლილებები „პატიმრობის კოდექსში” შედის, რომლის ინიცირებაც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება, ცვლილებების ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პაატა მხეიძეა.

კანონპროექტის მიხედვით, მითითებული ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების წესი და პირობები, ასევე სატელეფონო ზარის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.

„პრაქტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ პლასტიკური ბარათის გამოყენება, მასზე მინიჭებული უნიკალური კოდის მიუხედავად, ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ერთი ბრალდებული/მსჯავრდებულის მიერ არ მოხდეს მეორე ბრალდებული/მსჯავრდებულის პლასტიკური ბარათის გამოყენება, რადგან შესაძლებელია ბარათის მონაცემების დამახსოვრება და შემდგომში მისი გამოყენება. მსჯავრდებულთა სატელეფონო ანგარიშებიდან ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაშია. საქმის მასალებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ 2017 წლის განმავლობაში ხსენებული მსჯავრდებულების საბანკო ანგარიშებზე მიბმული სატელეფონო ანგარიშებიდან პლასტიკურ ბარათზე დატანილი ციფრების კომბინაციის გამოყენებით, დაწესებულებაში მოთავსებული სხვა მსჯავრდებულების მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებას“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საუბარია სატელეფონო საუბრების პლასტიკური ბარათის ნაცვლად, თითის ანაბეჭდების მეშვეობით განხორციელებაზე.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიის ინიციატივით, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეები მოთხოვნად სპეციალობებში გადამზადდებიან
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 4 თვეში უკანონო ბრუნვიდან 18 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღო