თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 6 პაციენტია მოთავსებული, 10 კი ჟანგბადდამოკიდებულია

21 ოქტომბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში 66 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. ინფორმაციას ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს.

საავადმყოფოს ინფორმაციით, პაციენტებიდან 6 ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. დანარჩენი 60 პაციენტიდან 10 კოვიდინფიცირებული ჟანგბადდამოკიდებულია, ხოლო დანარჩენი 50 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კლინიკაში 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერნენ.
კლინიკაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიგურიის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა მარტვილში