გურიის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულს, ზურაბ ნასარაიას კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ვირუსი განმეორებითი ტესტირების შედეგად გამოუვლინდა.

,,ტესტირების პასუხი დადებითია. ამ ეტაპზე, გუბერნატორი ბინაზე იმყოფება და ელოდება ეპიდემიოლოგების მითითებებს. შესაბამისად, პროტოკოლით დადგენილი წესის მიხედვით იმოქმედებს.

მოადგილეების კვლევის შედეგები უარყოფითია. ადმინისტრაციულ შენობის სამივე სართულზე, სადაც განთავსებულია გუბერნია, მერია და საკრებულო, სადეზინფექციო სამუშაოები გვიან ღამით ჩატარდა“, – განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის უფროსმა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიათბილისის ინფექციურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 6 პაციენტია მოთავსებული, 10 კი ჟანგბადდამოკიდებულია