თბილისის და ქვემო ქართლის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 10 სექცია ამოქმედდა

მიმდინარე წლის 29 სექტემბრიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის სექციები ამოქმედდა თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში, 10 ლოკაციაზე:

1. ქ. თბილისი ავჭალისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების კვეთა (ზაჰესის
მოედანი) 3+200 კილომეტრიდან – ქ. თბილისი ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა
(გლდანულას გადასახვევი) 8+150 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 60
კმ/სთ).

2. ქ. თბილისი ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150
კილომეტრიდან – ქ. თბილისი ავჭალისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების კვეთა
(ზაჰესის მოედანი) 3+200 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).

3. ქ. თბილისი ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150
– თბილისი გლდანის გადასახვევი 11 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70
კმ/სთ).

4. თბილისი გლდანის გადასახვევი 11 კილომეტრიდან – ქ. თბილისი ივ.
ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150 კილომეტრამდე.
(ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

5. თბილისი გლდანის გადასახვევი 11 კილომეტრიდან – მარტყოფის გადასახვევი
27+950 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

6. მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრიდან – თბილისი გლდანის
გადასახვევი 11 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

7. თბილისი გლდანის გადასახვევიდან (ხოჭოს ტბის ქუჩა) – მარტყოფის
გადასახვევი 27+950 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

8. მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრიდან – თბილისი გლდანის
გადასახვევამდე (ხოჭოს ტბის ქუჩა). (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

9. მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრიდან – ლოჭინის კვანძი 34+350
კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

10. ლოჭინის კვანძი 34+350 კილომეტრიდან – მარტყოფის გადასახვევი 27+950
კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

ჯამში,საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 10 (ათი) სექცია ამოქმედდა, შესაბამისად სულ საქართველოს
მასშტაბით უკვე 794 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება სიჩქარის
სექციური კონტროლის სისტემით.

banner
წინა სტატიაშიმეუფე მელქისედეკი – თუ წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილება უკრაინის ეკლესიის საკითხი, მხარს დავუჭერ ავტოკეფალიის აღიარებას
შემდეგი სტატიაფარნაოზ ჭკადუა პოლონეთში პოლიტიკურ თავსესაფარს ითხოვს