ფარნაოზ ჭკადუა პოლონეთში პოლიტიკურ თავსესაფარს ითხოვს

ფაქრნაოზ ჭკადუა პოლონეთში პოლიტიკურ თავსესაფარს ითხოვს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ფარნაოზ ჭკადუა სოციალურ ქსელ Facebook-ზე ოპოზიციური შინაარსის გვერდებს მართავდა. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ასეთი გვერდი – “ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო”-ს სწორედ ჭკადუა მართავდა.

“პოლონეთის ემიგრაციის სამსახურს მივეცი ჩვენება ფარნაოზ ჭკადუასთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე, ფარნაოზ ჭკადუა აქტიური ნაციონალია ფბ-ზე, რამდენიმე ყველაზე აქტიური გვერდის ადნინისტრატორია და შარშან, საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურობისას, ივანიშვილის ხელისუფლებამ განაჩენი გამოუტანა და 4 წელი მიუსაჯეს 2012 წელს “ჩხუბში” მონაწილეობისთვის.

ფარნაოზი ერთერთი ყველაზე წესიერი ადამიანია ვისაც ვიცნობ. სამწუხაროა, რომ ასეთ ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში თავისუფლად სიარული არ შეუძლიათ. ეს სიტუაცია მალე შეიცვლება.

საქართველოში უნდა გათენდეს!”, – წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშითბილისის და ქვემო ქართლის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 10 სექცია ამოქმედდა
შემდეგი სტატიადეგნანი-ნატოში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას გავაგრძელებთ