„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, კიდევ 1 მოძალადე პირი ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო
აქციის მონაწილე, კიდევ 1 მოძალადე პირი საზოგადოებრივი მაუწყებლის
ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის
შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის
ფაქტებზე კიდევ 1 პირი – 1992 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის
გამზირზე, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის
მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა – გ.მ.-მ საზოგადოებრივი მაუწყებლის
ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი
შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2
ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2
ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება
საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.”- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიგერმანული ავიაკომპანია მგზავრებთან ურთიერთობაში გენდერულად ნეიტრალურ ფორმებს გამოიყენებს
შემდეგი სტატიაბრიტანეთი 2040 წლიდან დიზელის სატვირთოების გაყიდვას აკრძალავს