ბრიტანეთი 2040 წლიდან დიზელის სატვირთოების გაყიდვას აკრძალავს

დიდი ბრიტანეთი 2040 წლიდან დიზელისა და ბენზინის საწვავის სატვირთო მანქანებს აკრძალავს – 14 ივლისს ბრიტანეთის მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა. გაერთიანებული სამეფოს გეგმების თანახმად, 2035 წლიდან დიზელისა და ბენზინის საწვავის მცირე მოცულობის სატვირთოების გაყიდვა აიკრძალება, ხუთი წლის შემდეგ კი – 26 ტონაზე მეტი წონის მქონე მანქანების – “დოიჩე ველე” წერს.

გარდა ამისა, ბრიტანეთი ემისიის ნულამდე დაყვანას აპირებს სარკინოგზო და ავიაგადაზიდვებზეც. “დეკარბონიზაცია იმაზე არ არის, რომ ხალხი რაღაცას ვერ აკეთებდეს, არამედ იმაზე, რომ იგივეს ვაკეთებდეთ, მაგრამ სხვანაირად. ჩვენ ძველებურად გავფრინდებით შაბათ-კვირას სადღაც, მაგრამ უფრო ეფექტურ თვითმფრინავებზე, რომლებიც ეკოლოგიურ საწვავს გამოიყენებენ, ძველებურად ვატარებთ მანქანებს, მაგრამ მათ მავნე გამონაბოლქვი არ ექნებათ” – მინისტრთა კაბინეტის გეგმებზე კომენტარი ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შეპსმა გააკეთა.

banner
წინა სტატიაში„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, კიდევ 1 მოძალადე პირი ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს
შემდეგი სტატიაბულგარეთის ვადამდელ არჩევნებში შოუმენმა გაიმარჯვა