გერმანული ავიაკომპანია მგზავრებთან ურთიერთობაში გენდერულად ნეიტრალურ ფორმებს გამოიყენებს

გერმანული ავიაკომპანია მგზავრებთან ურთიერთობაში გენდერულად ნეიტრალურ ფორმებს გამოიყენებს

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa მგზავრებისთვის მისამართ ფორმებს შეცვლის და ნაცვლად “ქალბატონებო და ბატონებო” გენდერულად ნეიტრალურ მიმართვებს გამოიყენებს – 13 ივლისს ავიაკომპანიამ გაავრცელა.

გენდერულად ნეიტრალურ ფორმებში იგულისხმება “დილა მშვიდობისა” ან “ძვირფასო სტუმრებო”. ეკიპაჟი ისეთი მიმართვის ფორმას შეარჩევს, რომელიც ყველა მგზავრს თანაბრად შეეხება – ავიაგადამზიდის წარმომადგენელმა განაცხადა.
იგივე წესს დაამკვიდრებენ Lufthansa-ს შვილობილ Austrian Airlines-ში, Swiss-ში, Eurowings-სა და Brussels Airlines-ში. ახალ წესებზე გადასვლის თარიღი უცნობია – გერმანული “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატია„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, კიდევ 1 მოძალადე პირი ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს