თავდამსხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა

ზუგდიდში სპეცოპერაცია დასრულებულია. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ხელებაწეული გამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თავდამსხმელს ამჟამად 16 მძევალი ჰყავს აყვანილი. სამართალდამცველების დახმარებით, ბანკის ფილიალი მძევლების ნაწილმა დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიშსს: თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა
შემდეგი სტატიაზუგდიდში სპეცოპერაცია დასრულებულია