ზუგდიდში სპეცოპერაცია დასრულებულია

ზუგდიდში სპეცოპერაცია დასრულებულია. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ხელებაწეული გამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თავდამსხმელს ამჟამად 16 მძევალი ჰყავს აყვანილი. სამართალდამცველების დახმარებით, ბანკის ფილიალი მძევლების ნაწილმა დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშითავდამსხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა
შემდეგი სტატია“ჩვენ გადავრჩებით”- რას წერდნენ მძევლები, როცა მათი სიცოცხლე ბეწვის ხიდზე იყო