თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მალიში ამ დროისთვის ქართველი სამხედროები არ იმყოფებიან

მალიში, რომლის დედაქალაქ ბამაკოშიც ტერორისტებს სასტუმრო “რედისონში” მძევლები ყავთ აყვანილი, ქართული მხარე სამშვიდობო მისიას არ ახორციელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს. მათი ინფორმაციით, ქართველმა ჯარისკაცებმა სამშვიდობო მისია დაასრულეს.
მალის დედაქალაქ ბამაკოში სპეცრაზმმა სასტუმრო “რედისონის” შტურმი დაიწყო. ამ დროსითვის 170 მძევლიდან 80-ის გათავისუფლება გახდა შესაძლებელი.
“ევრონიუსმა” ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასტუმროში ფრანგი ჯარისკაცებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც მალის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობენ.
ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ბოევიკები” სასტუმრომდე დილმატიური ნომრებიანი მანქანით მივიდნენ.
ბოლო ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანია დაღუპული.
ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

 

წყარო: www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური: პრეზიდენტმა პარალელური სამყარო შეიქმნა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია თბილისის საკრებულოს სხდომას არ ესწრება