დავით ნარმანია თბილისის საკრებულოს სხდომას არ ესწრება

თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, რომელიც ათ საკითხს განიხილავს. დეპუტატებმა დღეს კენჭი უნდა უყარონ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მერიისთვის უკან დაბრუნებას.

ასევე დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს დეპუტატები დაამტკიცებენ თბილისის მთავრობის ახალ წევრებს, რომლებიც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ახლახანს დაასახელა. კერძოდ კი, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსად წარდგენილია გივი კუბლაშვილის კანდიდატურა, ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსად – ნოდარ ჭიჭინაძე, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსად – ირაკლი გვილავა, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსად – ნინო სულხანიშვილი, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსად – გიორგი ბაგრატიონი და ვაკის რაიონის გამგებლად – ნოდარ ტურძელაძე. აღნიშნული პირები დღეს თბილისის საკრებულოს სხდომას ესწრებიან. მათ კანდიდატურებს დეპუტატებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი წარუდგენს.

თბილისის მერი დავით ნარმანია კანდიდატების დამტკიცებასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს სხდომას არ ესწრება.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მალიში ამ დროისთვის ქართველი სამხედროები არ იმყოფებიან
შემდეგი სტატიაუკრაინაში ახალი ქართული კინოს რიგით მეთერთმეტე ფესტივალი გაიხსნება