თამაზ მეჭიაური: პრეზიდენტმა პარალელური სამყარო შეიქმნა

უმრავლესობის დეპუტატის თამაზ მეჭიაურის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე უკვე განიხილა.

დეპუტატი უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარების აუცილებლობს ვერ ხედავს, თუმცა ამბობს, რომ ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადასაწყვეტია.

„კრიზისების მართვის საბჭომ უკვე ჩაატარა სხდომა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. პრეზიდენტთან არსებობს ასევე საკონსულტაციო ორგანო, უშიშროების საბჭოს სახით. მას შეუძლია ჩაატაროს სხდომები, თუმცა მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, რამდენადაც ვიცი. ზოგადად, პრეზიდენტმა პარალელური სამყარო შეიქმნა“, – აღნიშნა მეჭიაურმა.

პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა 4 დეკემბერს 16:00 საათზე ჩანიშნა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი: გაეროს უშიშროების საბჭომ ქვეყნები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ უნდა გაართიანოს
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მალიში ამ დროისთვის ქართველი სამხედროები არ იმყოფებიან