თავდაცვის სამინისტრო – მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკული ინციდენტის შედეგად სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის გარდაცვალების გამო

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.
აღნიშნული სამხედრო პირი იმყოფებოდა დათხოვნაში. სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

“თაიმერის” ინფორმაციით, გორში გარდაცვლილი სამხედრო ირაკლი აფრიამაშვილია

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქოს მორიგი განცხადება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – გიორგი გახარიას ვურჩევთ, დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება, ეტიკტოკოს ბუჩუკურს და ლილუაშვილს, რომლებიც პარლამენტარობანას თამაშის უკანასკნელ თვეებს ითვლიან