თავდაცვის მინისტრის პირველი კომენტარი დავით ხიდაშელის თემაზე

თავდაცვის მინისტრის პირველი კომენტარი დავით ხიდაშელის თემაზე. ირაკლი ჩიქოვანი განმარტავს, თუ რა დოკუმენტებზე ჰქონდა წვდომა, რუსეთის უმაღლეს ეშელონებთან მჭიდრო კავშირების მქონე ბიზნესმენს. მინისტრი ამტკიცებს, რომ დაშვება საიდუმლო შინაარსის დოკუმენტებთან ხიდაშელს არ ჰქონდა.

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება არ ჰქონია. სხვას ვერ გეტყვით, რაც მე ვარ თავდაცვის მინისტრი, ის არ არის ჩემი მრჩეველი. რა ფუნქციური დატვირთვა ჰქონდა, ვერ გეტყვით”. – ამბობს ჩიქოვანი.

შეგახსენებთ, “მთავარი” არხის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტით გაირკვა, რომ რუსეთიდან დაბრუნებული ბიზნესმენი, ევტუშენკოვთან და ივანიშვილთან მჭიდრო კავშირების მქონე დავით ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა. მათ შორის იმ პერიოდშიც, როცა ის რუსეთთან კავშირების გამო უკრაინის მიერ უკვე დასანქცირებული იყო. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა თავდაცვის სამინისტრომაც და ყოფილმა მინისტრმაც.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის “საჩუქარი” საპატრიარქოს – “ქართულ ოცნებაში” ამტკიცებენ, რომ საპატრიარქოსთვის დამატებით 35 000 000 ლარის გადაცემის უკან პოლიტიკური გეგმები არ დგას
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ვეტინგის თემა დახურულია ჩვენთვის, ეს არის შეუსაბამო არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ, ზოგადად, კონსტიტუციურ, სამართლებრივ პრინციპებთან