მთავრობის “საჩუქარი” საპატრიარქოს – “ქართულ ოცნებაში” ამტკიცებენ, რომ საპატრიარქოსთვის დამატებით 35 000 000 ლარის გადაცემის უკან პოლიტიკური გეგმები არ დგას

მთავრობის “საჩუქარი” საპატრიარქოს – “ქართულ ოცნებაში” ამტკიცებენ, რომ საპატრიარქოსთვის დამატებით 35 000 000 ლარის გადაცემის უკან პოლიტიკური გეგმები არ დგას.

არჩილ თალაკვაძის თქმით, დახმარების მიმღებთა შორის არიან საპატრიარქოს დაფუძნებული სკოლები და სოციალური მზრუნველობის ფუნქციის მქონე დაწესებულებები არიან. მათი დახმარება კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

აქ მნიშვნელოვანია, ჩავხედოთ ისტორიას. არ არის ეს სკოლები და სოციალური დაწესებულებები არჩევნებისთვის შექმნილი. ისინი წლებია არსებობს და წლების განმავლობაში საპატრიარქო ამ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს მათ შორის მთავრობის მხარდაჭერით. ეს მხარდაჭერა გრძელდება და გაგრძელდება.

მივესალმებით პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ამ გადაწყვეტილებას. საქმე ეხება სკოლებს, საქმე ეხება სოციალური მზრუნველობის ფუნქციის მქონე დაწესებულებებს, რომლებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია”- თქვა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის N375-ე განკარგულება – 15 მარტით დათარიღებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მთავრობა საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 50 დაწესებულებას 35 მილიონ ლარს მისცემს.

დახმარების მიმღებთა შორის არიან საპატრიარქოს დაფუძნებული სკოლები, თბილისისა სასულიერო აკადემია და სემინარია, ახალგაზრდული სახლი, საპატრიარქოს განათლებისა და კულტურული ღონისძიებების განვითარების ფონდი და სხვა.

ცნობისთვის, საპატრიარქო, კონკორდატის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 25 მილიონი ლარითაც ფინანსდება.

რამდენიმე დღის წინ მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას 1 ლარად მიწის ნაკვეთები გადასცა.

banner
წინა სტატიაშისიორიძის თანამდებობის გაუქმება “ლელოს” მიმართ შურისძიებაა – ანა ნაცვლიშვილი
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრის პირველი კომენტარი დავით ხიდაშელის თემაზე