“გაამხელს ბატონი პაპუაშვილი, ვის გულისხმობს ევროკომისიიდან? 425 ევროპარლამენტარს სურს, EU-ის შესახებ ანბანი აუხსნას,” – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე წერს და 8 მაისს, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც
“კანდიდატის სტატუსის შეჩერების შანსი ნულია, ევროკომისია კი პირდაპირ გვეუბნება, რომ ევროპარლამენტარებს არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ – ნული ყურადღება!”
“გაამხელს ბატონი პაპუაშვილი, ვის გულისხმობს ევროკომისიიდან? 425 ევროპარლამენტარს, რომელთაც ხმა მისცეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას, სურს EU-ის შესახებ ანბანი აუხსნას. თუ ” ქართული ოცნება” ისევ იტყუება, როგორც ერთი წლის წინ, როდესაც პირობა დადეს, რომ რუსულ კანონს არ დააბრუნებდნენ?
[…]
შეგახსენებთ: ეს საქართველოს შესახებ რეზოლუციაა, რომელიც ევროპარლამენტმა თითქმის ერთხმად მიიღო ხმების 88.54%-ით. სრული ციფრებით: 425-მა მხარი დაუჭირა, 25 წინააღმდეგი იყო და 30-მა თავი შეიკავა,” – წერს კრამონი.