თავდაცვის მინისტრი იაპონიაში გაემგზავრა

თინა ხიდაშელი იაპონიაში გაემგზავრა. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართება.

თინათინ ხიდაშელი და გენ ნაკატანი საქართველოსა და იაპონიის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი იაპონიის თავდაცვის აკადემიასაც ეწვევა.

„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოსა და იაპონიის თავდაცვის სამინისტროები ვიწყებთ თანამშრომლობას. ჩვენ ვეწვევით იაპონიის თავდაცვის აკადემიას და ჩემი სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს თანამშრომლობა საქართველოს და იაპონიის თავდაცვის აკადემიაებს შორის,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა გამგზავრებამდე.

banner
წინა სტატიაშიოჰაიოს შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაბერძნეთში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია გაიმართა