საბერძნეთში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია გაიმართა

ინტერნეტში საბერძნეთის ეკონომიკის დასახმარებლად ფულს აგროვებენ

ღონისძიებას მსხვილი ბერძნული ბიზნეს ჯგუფების ხელმძღვანელები, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები და საბერძნეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციას დაესწრნენ ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დიმიტრის მარდასი.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ ჯანელიძემ ბერძნული ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებს საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების კომპონენტის ამოქმედების შემდგომ არსებულ შესაძლებლობებზე.

ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა 2016 წლის პირველ ნახევარში საბერძნეთის ბიზნეს დელეგაციას უმასპინძლოს.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრი იაპონიაში გაემგზავრა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი რუმინეთის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა