ოჰაიოს შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა

2 ადამიანი ემსხვერპლა ოჰაიოს შტატის ქალაქ აკრონში მცირე ზომის თვითმფრინავის კატასტროფას. თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა.

გარდაცვლილია პილოტი და მისი თანაშემწე. თვითმფრინავში კი სულ 10 ადამიანი იმყოფებოდა. ფედერალური ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ბორტი აეროპორტში დასაფრენად ემზადებოდა.

კატასტროფის მიზეზები უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად მეტეოროლოგიური პირობები და ცუდი ხილვადობა სახელდება.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელი დააკავეს
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრი იაპონიაში გაემგზავრა