თანხა გაიტანეს მთავარი დოკუმენტების გარეშე – ალექსანდრე ხაჩიშვილი ადვოკატის მტკიცებით, გამოძიებას ყველა მტკიცებულება წარედგინა

საქალაქო სასამართლოში „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე კომპანიის დირექტორი ალექსანდრე ხაჩიშვილი და დავით ფანქველაშვილი გამოიკითხნენ.

ორივე მათგანი უშუალოდ მონაწილეობდნენ „თიბისი“ ბანკიდან 4 მილიონი ლარის გატანაში.

როგორც გამოკითხვის შემდეგ ალექსანდრე ხაჩიშვილმა განაცხადა, კითხვები უშუალოდ „თიბისი“ ბანკიდან ოთხი მილიონის გატანის ეპიზოდს და იმ დოკუმენტებს ეხებოდა, რომელიც თანხის გატანის შემდეგ ჩამოვიდა.

„ძირითადად „თიბისის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე იყო ლაპარაკი და შემდეგ იყო იმ დოკუმენტზე, რომელიც გვიან ჩამოვიდა, ამ დოკუმენტის გარეშე რომ გაიცა ფული,“-ამბობს ხაჩიშვილი.

ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ ხაჩიშვილმა წარმოადგინა ყველა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს,რ ომ თანხა უკანონოდ იყო გატანილი და თანხის გატანისთვის ყველა საჭირო დოკუმენტი ადგილზე არ იყო წარმოდგენილი.

„მან დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ მოხდა, რომელ საათებში ამ თანხის გამოტანა, რა წესების გადაცილებით და ა.შ

როგორ უთხრეს მას, რომ ჩაედო თანხა იმ მანქანაში, რომლის პერიმეტრს შეიარაღებული პირები აკონტროლებდნენ. ამის გარდა, მან გადასცა ძალიან მნიშვნელოვანი რამდნიმე დოკუმენტი, ამ დოკუმენტში იყო უმთავრესი დოკუმენტი…ჩვენ გვესმის „თიბისი“ ბანკისგან და სხვა პირებისგან განცხადება რომა რანაირი დარღვევა არ მომხდარა ამ თანხის გაცემით.

არადა, ამ თანხას რომ დოკუმენტები აკლდა, სწორედ ეს დოკუმენტები ჩამოვიდა, თანხის გამოტანიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, მაისის თვეში, ეს დათარიღებულია, თანხის გამოტანა მოხდა 21-22 აპრილს, ეს დოკუმენტების გადაცემული იქნა, ამით მოხდა ლუსტრაცია, რომ აღნიშნულ პერიოდში ამ თანხის გამოტანა იყო უკანონო და არ შეიძლებოდა,”-აცხადებს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.

“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, მას ოთხი მილიონის გადახდა ბიძინა ივანიშვილმა თავად მოსთხოვა. ოქუაშვილი ამბობს, რომ საქმეში ჩართული იყო, როგორც სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, ასევე ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, შს მინისტრი გიორგი გახარია და ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი.

banner
წინა სტატიაში„არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“ – სოფო კილაძე „ქართუს“ მიერ ზურაბიშვილისთვის ნასესხებ მილიონზე
შემდეგი სტატია“პატრიოტების“ ფრაქციაში დროებით შევედი, ეს წმინდა ტექნიკური საკითხია“ – დავით ჭიჭინაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს