“პატრიოტების“ ფრაქციაში დროებით შევედი, ეს წმინდა ტექნიკური საკითხია“ – დავით ჭიჭინაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ არ დაიშლება, რადგან ფრაქციის წევრი დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გახდება. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. თავად ჭიჭინაძე კი „ნიუპოსტთან“ საუბრისას“ აცხადებს, რომ მისი „პატრიოტების“ ფრაქციაში შესვლა წმინდა ტექნიკური ღონისძიებაა.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი არ გავმხდარვარ. უბრალოდ, მათ ფრაქციაში დროებით შევალ, რადგან ფრაქცია არ დაიშალოს. ასევე, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ იგივე „ომეგა ჯგუფის“ საკნდალთან დაკავშირებით პოზიცია არ შემიცვლია და ისევ იმ აზრზე ვარ, რომ „ომეგა ჯგუფს“ მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს და ასევე, ყველა ფარული ჩანაწერის ადექვატური გამოძიება მოხდეს,“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
შეგახსენებთ: „პატრიოტების“ ფრაქციის დაშლის საფრთხის წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც აღნიშნული ფრაქცია დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ დატოვა.

banner
წინა სტატიაშითანხა გაიტანეს მთავარი დოკუმენტების გარეშე – ალექსანდრე ხაჩიშვილი ადვოკატის მტკიცებით, გამოძიებას ყველა მტკიცებულება წარედგინა
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრის ბრძანებით სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში პატიმრებს მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცათ