„არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“ – სოფო კილაძე „ქართუს“ მიერ ზურაბიშვილისთვის ნასესხებ მილიონზე

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ერთი მილიონი ლარით დაფინანსება „ბანკი ქართუს“ მიერ. საპარლამენტო უმრავლესობაში სალომე ზურაბიშვილის „ნასესხები მილიონი“ კითხვებს არ აჩენს. სოფო კილაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის წინააღმდეგ მიმდინარე სპეკულციაში ადანაშაულებს ოპოზიციას:

„არაფერი განსაკუთრებული არ ხდება იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მხარდაჭერა არის ღიად დაფიქსირებული და რატომ აქვთ ვიღაცეებს კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით, ეს მე პირიქით მიჩენს კითხვის ნიშანს, ხომ არ სპეკულირებენ ეს ადამიანები ნებისმიერ თემაზე, რომელიც არ უნდა იყოს, ყველაფერზე ხდება სპეკულირება, რაც არის ძალიან ცუდი.

ძალიან სამწუხარო არის, რომ ჩვენს წინააღმდეგ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მისი თავმჯდომარის წინააღმდეგ, ამ კამპანიამ მიიღო ასეთი შავი ხასიათი“ – აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.

როგორ აპირებს სესხის დაფარვას “ქართული ოცნების” რჩეული კანდიდატი უცნობია. სავარაუდოდ, ის სესხს გაპრეზიდენტების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელების ფულით გადაიხდის. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კანდიდატს, რომელიც არჩევნებში 10%-ზე მეტს მოაგროვებს, ბიუჯეტიდან მილიონი ლარის მიღების კანონიერი საშუალება უჩნდება.

banner
წინა სტატიაში“ენმ-ის ნახევარ პოლიტსაბჭოსთან ერთად მაქვს მოწეული…რამდენიმე წევრი სახლში ზრდიდა და სავარაუდოდ დღესაც ზრდის კანაფს”
შემდეგი სტატიათანხა გაიტანეს მთავარი დოკუმენტების გარეშე – ალექსანდრე ხაჩიშვილი ადვოკატის მტკიცებით, გამოძიებას ყველა მტკიცებულება წარედგინა