თანამდებობებს შს, კულტურის, განათლებისა და ფინანსთა მინისტრები დატოვებენ?

თანამდებობებს შს, კულტურის, განათლებისა და ფინანსთა მინისტრები დატოვებენ?

kacelaria-mtavrobaმალე ოთხი მინისტრი შეიცვლება
თანამდებობებს შს, კულტურის, განათლებისა და ფინანსთა მინისტრები დატოვებენ?

მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებზე ბოლოს დროს ბევრს და ხშირად ლაპარაკობენ. თავის ბოლო სატელევიზიო გამოსვლისას საქართველოს ექსპრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმაც მიანიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებების გატარება მოუწევს. ამ ეტაპზე, ყველას აინტერსებს, რომელი მინისტრები გამომეშვდობებიან თანამდებობეს. სხვათა შორის, ახალ წლამდე ითქვა, რომ თანამდებობა დატოვა თეა წულუკიანმა, მაგრამ ის კვირკაშვილის მინისტთა კაბინეტში ისევ იუსტიციის უწყებას ხელმძღვანელობს. „თაიმერის! წყაროების მონაცემებით წულუკიანი თანამდებობას აწიც შეინარჩუნებს.
„როგორც მე გავიგე, უახლოეს მომავალში ოთხ მინისტრს გაათავისუფლებენ. აქედან, ერთი შემცვლელის ვინაობა უკვე ცნობილია. ლაპარაკია მიხეილ გიორგაძის შემცვლელზე. ახლა, თუ ლოგიკურად ვისმჯელებთ, კულტურის მინისტრი ის ფიგურა არ არის, რომლის შეცვლითაც ქვეყნის ეკონომიკას ეშველება, ან ლარი გამყარდება, მაგრამ ჯერ ერთი, გიორგაძის მოხსნაზე ლაპარაკი, თუ გახსოვთ, შემოდგომიდან, მიდის, მეორეც, ის მაინც ღარიბაშვილთან ასოცირდება.
ამას გარდა, მაქვს ინფორმაცია, რომ აუციებელად შეიცვლება შინაგან საქმეთა მინისტრი. ისე, ყურადღება თუ მიაქციეთ, ამ უწყებაში ორმა მოადგილემ თანამდებობა უკვე დატოვა. შეიძლება, რაღაც შეიცვალოს, მაგრამ ვიცი, რომ გიორგი მღებრიშვილს ანზორ ჩუბინიძე ჩაანაცვლებს. ჩუბინიძის მინისტრად დანიშვნაზეც დიდი ხანია, ლაპარაკობენ. ისიც ცნობილია, რომ ის ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო და ყოფილი პრემიერი მას თვალდახუჭული ენდობა,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს წყარო.
ჩვენი წყარო კიდევ ორი მინისტრის მოხსნას ვარაუდობს. მისი თქმით, მთავრობაში დაგეგმილ წმენდას ამჯერად აუცილებლად შეეწირება ნოდარ ხადური. ასევე, წყარო ამბობს, რომ თანადებობას ვერც განათლების მინისტრი შეინარჩუნებს.
„ეს ყველაფერი, რაც ახლა გითხარით, ცვლილებების პირველი ეტაპია. როგორც მე გავიგე, არჩევნებამდე სამთავრობო გადაადგილებები პერიოდულად განხოციელდება და ამით ივანიშვილი შეეცდება, რომ ის უკაყოფილება, რაც მოსახლეობაში „ოცნების“ მიმართ არსებობს, მეტ-ნაკლებად გაანეიტრალოს. ზედა ეშელონებში დაწყებული მოხსნა-გადაყენება ნელ-ნელა ქვედა რგოლებზეც ჩამოვა და არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ცვლილებები თბილისის რაიონებში და, ზოგადად, მთქელი ქვეყნის რეგიონებშიც განხორციელდეს. როგორც ანალიზს ვაკეთებ, შეიძლება, ამ წმენდანში ზოგიერთი რაიონის გამგებელიც მოხვდეს და ამ რაიონებში ახალი გამგებლის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდეს,“ – ამბობს „თამერთან“ საუბრის დროს წყარო.
„თაიმერი“, რასკავირველია, დანტერესდა, სამომავლოდ კიდევ რომელი მინისტრები შეიცვლებიან, თუმცა ეს თემა წყარომ არ განავცრო და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ არჩევნებამდე მნიშვნელოვან სიახლებს არ უნდა ველოდოთ თავდაცვის უწყებაში, აგრეთვე, საგარეო საქმეთა სამინისტროში.

mtavrobis-saxdoma
„ეს ცვლილებები არჩევნების წინ კარგი სალაპარაკო იქნება, ანუ ყველაფერი ცუდი, რაც 2012 წლის შემდეგ მოხდა, გათავისუფლებულ ხალხს დაბრალდება, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ „ოცნებამ“ სხვა კუთხითაც უნდა იმუშაოს. ახლა, არ დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთ დიდი უწყებიდან ახლახანს 400-მდე თანამშრომელი, პრინციპში, უმიზეზოდ გაათავისუფლეს. როცა ხალხს ისედაც სერიოზული სოციალური ეკონომიკური პრობლემები აქვს და ამ დროს უსამსახუროდ ტოვებ, ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო ხმებს კარგავ. ნეტავ, ამ უწყების ხელმძღვანელი, რომელმაც 400 ადამიანის გათავისუფლებას ხელი მოაწერა, რას ფიქრობდა? ისე, არ მგონია, ასეთი დირექტივები „ზემოდან“, თუნდაც შუშის სასახლიდან მოდიოდეს, რადგან ივანიშვილი, ადრეც გთხარით, რომ თავისი ავტორიტეტისა და რეპუტაციის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს. ის დარწმუნებულია, რომ ხალხში ნდობა ისევ აქვს. შესაბამისად, ვის ვის და სწორედ ივაიშვილს არ უნდა აწყობდეს, რომ რომელიმე უწყებიდან ასე ბითუმად ადამიანებს უშვებდნენ. ისე არ გამიგოთ, რომ ყოფილი პრმიერის დაცვას ვცდილობ, მაგრამ ლოგიკურად ვმსჯელობ და იმას, რასაც ვამბობ, ამიტომ ვამბობ, თან საქართველოში, მგონი, არავის სჯერა, რომ ივანიშვილი ქვეყნის მართვაში არ ერევა. გამომდინარე აქედან, სამსახურიდან გათავისუფლებულ ადამიანებს ვერავინ დააჯერებს, რომ ეს გადაწყვეტილება კონკრეტული უწყების ხელმძღვანელმა ავტონომიურად
მიიღო და არა – ივანიშვილთან შეთანხებით,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძემ ზაზა დავითაიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
შემდეგი სტატიაირანმა აშშ-ს საზღვრის დარღვევის გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვა